პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს

მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მან ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად 2024 წლის საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის გამოძიებისა და დამნაშავეების დადგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია პარლამენტის შენობასა და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტები.

„არის კადრი, როგორ ესვრიან მაშხალებს პარლამენტის შენობის სამუშაო ოთახებს და როგორ ეკიდება ცეცხლი. ის ადამიანი, რომელმაც პარლამენტის რამდენიმე სამუშაო ოთახი გადაწვა, დღემდე არ არის გამოვლენილი.

საჯარო კადრები რაც არის, ისიც საკმარისია, რომ დავინახოთ ფაქტები, სადაც იყო [სამართალდამცველების მხრიდან] უფლებამოსილების გადამეტება, ხედავთ, რომ უმეტესი შემთხვევა უკვე გამოვლენილია და ადამიანები, ვინც ამ მომენტებში უფლებამოსილებას გადაამეტა, დაკავებულები არიან. არის კიდევ რამდენიმე კადრი და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დადგინდეს, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს პარლამენტის შენობაზე და პოლიციელზე ყველა თავდამსხმელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინ პარლამენტი შენობა გადაწვას პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირების შედეგად გადაურჩა.

„მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს. უშუალოდ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ოთახები გადაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს, დღემდე არ არიან გამოვლენილნი. წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა და არ არიან გამოვლენილნი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კამერა იყო იქ, როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისე თქვენი [მედიის] კამერები იყო.

პროკურატურა ყველაფერს დაადგენს მტკიცებულებების იმ სტანდარტით, რაც კანონის უზენაესობის მქონე ქვეყნისთვის არის შესაბამისი. ის, რომ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რამდენიმე პირს და უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე ფაქტის, რაც მაშინ დაფიქსირდა, უმეტესობა გახსნილია, მეტყველებს, რომ სახელმწიფო მოწადინებულია, იყოს თანასწორი მიდგომა ყველას მიმართ. ასევე, იმედი მაქვს, რომ დადგინდება ყველა ის მოძალადე, რომელიც პოლიციელებზე ძალადობდა, პარლამენტის შენობის დაწვას ცდილობდა და სამწუხაროდ, დღემდე არ არიან გამოვლენილი ისინი, ვინც ლამის გადაწვეს პარლამენტი, ნახევარმილიონიანი ზიანი მიაყენეს პარლამენტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778320694

ახალი ამბები

კახა კალაძე: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მანვ...

კახა კალაძე

1778317137

მსოფლიო

ალან გაგლოევმა ბადრა გუნბას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა სოხუმის დე ფაქტო ლიდერს ბადრა გუნბას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. „პატივცემულო ბადრა ზუბაბის-ძე! მთელი სულით და გულით...

ალან გაგლოევი

1778316265

ახალი ამბები

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით, სკრინინ...

სკრინინგი სკრინინგი

1778316129

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამართალდამცველებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, შესაძლოა, წვლილი შეიტანეს, რომ ვინმეს „მოლოტოვის კოქტეილი“ არ მოხვედროდა, ესეც არ უნდა დავივიწყოთ

პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განა...

შალვა პაპუაშვილი

1778315906

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თარიღებზე დავა არის დამუშავებული მეთოდი, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ, სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, დაგვავიწყონ, ვინ ვართ

9 მაისი გვახსენებს იმ დღეების მნიშვნელობას, რომლებიც ჩვენს იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რომლებიც ჩვენ, როგორც ერს, გვაკავშირებს ერთმანეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა