პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება

26 მაისს ჩვენ ველით აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფრუსტრირებულები არიან - „ერთმანეთს ჭამენ, ეჩხუბებიან, რომ ვერ ასრულებენ დავალებას და ამის გამო მათ სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან მათი დამკვეთები უბრაზდებიან“.

„რაც შეეხება იმ დანაშაულებრივ გაერთიანებას, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, დანაშაულებრივი გაერთიანების მთელი არსი ისაა, რომ რაღაც დანაშაულები უნდა დაგეგმონ. ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რა თქმა უნდა, ახლაც ასე იქნება.

რაც მთავარია, ვხედავთ, რომ თავადაც არიან ფრუსტრირებულები. ერთმანეთს ჭამენ, ეჩხუბებიან იმის გამო, რომ ვერ ასრულებენ დავალებას, უბრაზდებიან მათი დამკვეთები სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან და შემდეგ ეს ბრაზი გადმოაქვთ ერთმანეთზე და ჩხუბობენ ერთმანეთთან. ასე რომ, რა უნდა ვნახოთ? ვნახავთ აღლუმს და ჩვენი წვევამდელების ფიცს და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778320694

ახალი ამბები

კახა კალაძე: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მანვ...

კახა კალაძე

1778317137

მსოფლიო

ალან გაგლოევმა ბადრა გუნბას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა სოხუმის დე ფაქტო ლიდერს ბადრა გუნბას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. „პატივცემულო ბადრა ზუბაბის-ძე! მთელი სულით და გულით...

ალან გაგლოევი

1778316265

ახალი ამბები

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით, სკრინინ...

სკრინინგი სკრინინგი

1778316129

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამართალდამცველებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, შესაძლოა, წვლილი შეიტანეს, რომ ვინმეს „მოლოტოვის კოქტეილი“ არ მოხვედროდა, ესეც არ უნდა დავივიწყოთ

პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განა...

შალვა პაპუაშვილი

1778315906

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თარიღებზე დავა არის დამუშავებული მეთოდი, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ, სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, დაგვავიწყონ, ვინ ვართ

9 მაისი გვახსენებს იმ დღეების მნიშვნელობას, რომლებიც ჩვენს იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რომლებიც ჩვენ, როგორც ერს, გვაკავშირებს ერთმანეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა