თორნიკე ფაღავა: შერჩევით სამართალთან დაკავშირებით ოპოზიციის ნარატივი სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება

ოპოზიციის ის ნარატივი, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალების განცხადებებზე, რომელიც პროკურატურის მიერ ბრალდებულ სამართალდამცველებს ეხებათ.

„ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არის სამართლის უზენაესობა და ნებისმიერი გადაცდომა, რომელიც თუნდაც, სპეცრაზმელის მხრიდან მოხდება, ვერ დარჩება სახელმწიფოს რეაგირების გარეშე.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოში სამართლის უზენაესობის პრინციპი არის განუხრელი პრინციპი. პრემიერ-მინისტრი თავის დროზე საუბრობდა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. უბრალოდ, გამოძიების პროცესი იყო გართულებული.

ოპოზიციის ის ნარატივი, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება“, - განაცხადა ფაღავამ.

საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, დაკავებულ ხუთივე პირს გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778322818

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაკავება, პოლიცია

1778321776

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლით დაიცვან სამშობლო, მათ შორისაა ჩემი შვილიც, რომელმაც დღეს დადო ფიცი

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. მედიასთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ...

ეკა სეფაშვილი

1778321702

ახალი ამბები

პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება

26 მაისს ჩვენ ველით აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტე...

შალვა პაპუაშვილი

1778320811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს

ჩვენ საქმე გვაქვს იდეოლოგიასთან, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. ასე რომ, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს და...

შალვა პაპუაშვილი

1778320771

ახალი ამბები

პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს

მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს, - განაც...

შალვა პაპუაშვილი