საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ მხოლოდ აცრილებს შეუძლიათ

"გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი" - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ".

რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში საქართველოდან ტურისტული მიზნით გამგზავრება კვლავ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებით არიან აცრილები. 

ცნობისთვის, 31 მაისს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1-ლი ივნისიდან საქართველოდან გერმანიაში შესვლის მსურველებისთვის ყველა Covid - რეგულაცია უქმდებოდა. საელჩოს ცნობით, მგზავრებისთვის აღარ იქნებოდა სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.

"გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.

ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით" - წერდა გერმანიის საელჩო საქართველოში.

ასევე საინტერესოა:

🔵 ოჯახის წევრები და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა

🔵 რატომ არ წარმოადგენს 1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას?

🔵 IDFI: 2017-2021 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 2356 ადამიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790230473

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყო...

ირაკლი კობახიძე

1790229821

საზოგადოება

ირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ხელოვნების თუ კულტურის სფეროში...

ირაკლი შატაკიშვილი

1790229726

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თ...

თამარ იოსელიანი

1790228552

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1790226847

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს სიტყვით მიმართავს. ოკუპაცია, როგორც მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობა და საერთაშ...

ირაკლი კობახიძე