საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს მუშაობას კომიტეტებში გააგრძელებს
ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესია გრძელდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობა დღეს კომიტეტებში წარიმართება.
„დღეს ძირითადად მუშაობა წარიმართება კომიტეტებში. მე ვესწრები კომიტეტს, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიის განვითარებას და ჰუმანიტარულ საკითხებს. რა თქმა უნდა, თუ მომეცა საშუალება, ამ კომიტეტზე აუცილებლად წამოვჭრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევებს, რომლებზეც რატომღაც ყურადღებას არ ამახვილებენ“, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეაზე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გუშინ გამოწვევებსა და ქვეყნის პროგრესზე ილაპარაკეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიმართ არსებულ უსამართლო დამოკიდებულებას.
მსჯელობა, ასევე, შეეხო რუსულ ოკუპაციას ქვეყნის ტერიტორიებზე და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს.
როგორც ქართულმა მხარემ აღნიშნა, ერთი ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ბრალდებებს. დელეგაციამ არაერთ საერთაშორისო პროექტზე ილაპარაკა და შუა დერეფანში საქართველოს განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.
„თითოეულ წევრს ჰქონდა შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის პროგრესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ასევე, უსამართლო დამოკიდებულებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო დროს არსებობს. მე პირადად ვისაუბრე ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი აქცენტი მქონდა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია 4 ივლისს დაიწყო და 8 ივლისს დასრულდება.
1783314403
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☔
6 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +30 და ღამით +19გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელ...
1783314337
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა. გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაეროს წევ...
1783282861
მსოფლიოჯეი დი ვენსი: დიდი ბრიტანეთი შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ მის პოლიტიკაში რაღაც ძალიან გაუმართავია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა დიდ ბრიტანეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ცოტა ხნის წინ საკუთარი ლეიბორისტული პარტიის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე გ...
1783280410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის უსაფრთხოების, არამედ დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტშიც
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვ...
1783278105
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული და ფრთხილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო დაბალანსებული დიპლომატიის შენარჩუნებას, განაცხადა...




























