მაკა ბოჭორიშვილი: ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული და ფრთხილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო დაბალანსებული დიპლომატიის შენარჩუნებას, განაცხადა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და გამოწვევების ფონზე, საქართველო ატარებს ფრთხილ და პრინციპულ პოლიტიკას.
„მშვიდად, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ნამდვილად ამ პერიოდის გავლა. თუმცა საფრთხეები, რა თქმა უნდა, მუდმივად არსებობს. ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რეგიონში, ფართო რეგიონში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული, იმავდროულად, ფრთხილი. სწორედ ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ბევრად უფრო მეტი დაფიქრება და სიფრთხილე გვმართებს, ვიდრე შეიძლება სხვა სახელმწიფოებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფნის“ როლსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე, რაც გლობალური ინტერესის საგანს წარმოადგენს.
„შუა დერეფანს“ ნამდვილად ბევრი სიკეთე შეუძლია მოუტანოს ყველა მოთამაშეს. აქ არ არის საუბარი ერთი მოთამაშის ინტერესებზე, ამ დერეფნის არსებობა და განვითარება არის ყველას ინტერესში. დღეს თუ გლობალურად ავიღებთ მთავარ, მნიშვნელოვან მოთამაშეებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ინტერესი ამ დერეფნის განვითარებაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1783263515
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს უახლოვდება
ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 2 954-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად 16 500-ზე მეტი ადამიანი...
1783259522
ახალი ამბებივაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. დაშავებულე...
1783258833
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ეუთოს ასამბლეაზე ოკუპაციის პრობლემატიკასა და „მოსკოვის მექანიზმის“ უზუსტობებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება, სადაც თითოეულ წევრს ჰქონდა...
1783254632
ახალი ამბებიდღეს, 5 ივლისს 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ
დღეს 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 88%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცე...
1783251596
ახალი ამბებილევან მახაშვილი: კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს ვინმეს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა, ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება
57 ქვეყნიდან 34-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც, – ამის შესახებ პარლ...































