ჯეი დი ვენსი: დიდი ბრიტანეთი შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ მის პოლიტიკაში რაღაც ძალიან გაუმართავია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა დიდ ბრიტანეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ცოტა ხნის წინ საკუთარი ლეიბორისტული პარტიის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ვენსმა The Sunday Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
სტარმერის გადადგომის შესახებ საუბრისას ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ ქვეყანა „დიდი ხანია, იტანჯება ცუდი ლიდერობით“. მიუხედავად იმისა, რომ ვენსმა გაერთიანებულ სამეფოს „გასაოცარი“ უწოდა, მან აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ბრიტანულ პოლიტიკაში რაღაც „ძალიან გაუმართავია“.
„ვხედავ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექვსი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. ჩემთვის ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბრიტანულ პოლიტიკაში რაღაც სერიოზულად არ არის რიგზე და რომ ხალხი ნამდვილად მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს ეძებს. იმედი მაქვს, ენდი ბარნჰემი — ან თუ არა ენდი ბარნჰემი, მაშინ სხვა ვინმე — ამას შეძლებს, რადგან გაერთიანებული სამეფო ისეთი მშვენიერი ქვეყანაა, ისეთი საოცარი ადგილი. ის მსოფლიოში ყველაზე საოცარი ადამიანების სამშობლოა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსმა იმედი გამოთქვა, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი პრემიერ-მინისტრი, შეძლებს, იპოვოს გზა, რათა „დიდი ბრიტანეთი სწორ გზაზე დააბრუნოს“.
1783266862
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად კოჯორში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. კოჯორში აზეულა...
1783263515
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს უახლოვდება
ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 2 954-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად 16 500-ზე მეტი ადამიანი...
1783259522
ახალი ამბებივაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. დაშავებულე...
1783258833
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ეუთოს ასამბლეაზე ოკუპაციის პრობლემატიკასა და „მოსკოვის მექანიზმის“ უზუსტობებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება, სადაც თითოეულ წევრს ჰქონდა...
1783254632
ახალი ამბებიდღეს, 5 ივლისს 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ
დღეს 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 88%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცე...































