თორნიკე შენგელია: მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ
ეს არის ჩვენი ხასიათი, ჩვენში დევს, ეს ჩვენი დნმ-ია. მიუხედავად იმისა, რომ 22 ქულას ვაგებდით, არასდროს დაგვიკარგავს რწმენა ჩვენს თავში, ბოლომდე ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ბოლოს ასე დაგვირგვინდა, - განუცხადა თორნიკე შენგელიამ ჟურნალისტებს ესპანეთთან თამაშის შემდეგ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში. მარტო არაფერი გამიკეთებია, თუკი დღეს რამე გავაკეთე, ჩემი გუნდელების დახმარებით, მწვრთნელების დახმარებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ ჩემი სახელით, მთელი გუნდის სახელით და მიხარია, რომ ასე გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი“, - განაცხადა შენგელიამ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 91:89 დასრულდა. მასპინძლების რიგებში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 45 წუთში 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა. ერთ შეხვედრაში დაგროვებული ქულების რაოდენობით შენგელია ეროვნული გუნდის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა და ზაზა ფაჩულიას და მაიკლ დიქსონის მიღწევა გააუმჯობესა.
გუნდმა შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა. მეორე ეტაპის თამაშებს საქართველოს ნაკრები 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალსა და მარტში გამართავს.
1783280410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის უსაფრთხოების, არამედ დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტშიც
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვ...
1783278105
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული და ფრთხილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო დაბალანსებული დიპლომატიის შენარჩუნებას, განაცხადა...
1783276719
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში და ჩვენს ინტერესშია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა და განვითარებული კავშირები ჩინეთთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, პარტნიორული ურთიერთობების განვით...
1783274524
სპორტისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულა. შეხვედრა ქომაგებით სავსე ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე გაიმართა, ძალია...
1783270408
ახალი ამბებივაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც...































