საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართა

„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება“, - აღნიშნა ილია II-მ.

„ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“) ასევე 50-ე ფსალმუნი;
ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ.

ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება.

მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია II“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771770500

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე ესტონეთის საელჩოს მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე: სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში გ...

 დიმიტრი ხუნდაძე

1771767992

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: დიპლომატიური კორპუსის საქმე არ არის აქციებში მონაწილეობა და აქციის მონაწილეების წახალისება. ესტონეთს შეეძლო მათივე გამოცდილების მაგალითზე ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო ეფექტიანი რეფორმა

ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და ის, ვისაც მხოლოდ დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს, ყველა რეფორმას თუ ინიციატივას იყენებენ დესტაბილიზაციისთვის, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრ...

მარიამ ლაშხი

1771767392

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: მიუნხენის კონფერენცია იმდენად არა დისკუსიის ფორუმად წარმოჩნდა, რამდენადაც ბრიტანეთის პრეტენზიის დემონსტრირების მოედნად, რომ სწორედ ის წარმოადგენს ევროპის „ძველი რეჟიმის“ დაცვის არქიტექტორს

„მიუნხენი-2026“-მა აჩვენა, რომ ის არა „უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“, არამედ მესამე მსოფლიო ომის შინაარსის მქონე ჰიბრიდული გლობალური დაპირისპირებების გაგრძელებაზეა, სადაც ლონდონი ცდილობს თავისი ლიდერობ...

დავით ქართველიშვილი

1771767104

ახალი ამბები

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილის მოკვლა სცადა

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილები...

პოლიცია

1771765285

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი

„თბილისი გზავნის სიგნალს: ჩვენ ვრჩებით სისტემის შიგნით, არ ვწვავთ ინსტიტუციურ ხიდებს და მზად ვართ სადავო საკითხები განვიხილოთ პროცედურულ ჩარჩოში - არა ქუჩისა თუ მედიის ესკალაციით“, - წერს სოციალურ ქსე...

საზოგადოეა