ალექსანდრე დარახველიძე: პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს
„უკვე პირველი მარტიდან იმ უცხოელმა, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში, უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, ნებართვის გაცემის პროცესი და ადმინისტრირება სახელმწიფოს ძალიან მკაცრად ექნება გაწერილი.
„ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც კრიტიკული აუცილებლობა არსებობს, ასე ვთქვათ, კვალიფიციური და გარეშე კადრების დასაქმების, ხოლო იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა ჭარბია, მაქსიმალურად შეიზღუდება და შეიძლება ნულამდეც დავიდეს ამ ადამიანების [უცხოელების] დასაქმება“, - განმარტა დარახველიძემ.
ცვლილება შეეხება სასწავლო ბინადრობის ნებართვას. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 37 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათი შენატანი ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია, ხოლო ეკონომიკაში - დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ რესურსზე უარის თქმა არ განიხილება.
„ძალიან დიდია ეკონომიკური ეფექტი, რაც უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლას მოაქვს. თუმცა, ჩვენ შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავებთ და წარვუდგენთ პარლამენტს ცვლილებებს. ეს ცვლილებები ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ სტუდენტებს, რომელთაც მართლა სურთ საქართველოში განათლების მიღება, ხოლო მეორე მხრივ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ საშუალებას იყენებენ გარკვეული ნორმების არასრულყოფილების გამო, ბოროტი მიზნებისათვის, ამ შემთხვევაში მკაცრი რეგულაციები დაინერგება“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
1771774699
ახალი ამბებიირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ. შრომით იმი...
1771771930
ახალი ამბებისაქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ფიგურული ციგურაობის გალაღონისძიებაში მონაწილეობდნენ
მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გალაწარმოდგენა მოეწყო. ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და ნიკა ეგაძემ მიიღეს. ზამ...
1771771252
ახალი ამბებისაქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები პიზის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში პიზის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარც...
1771770500
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე ესტონეთის საელჩოს მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე: სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში გ...
1771767992
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: დიპლომატიური კორპუსის საქმე არ არის აქციებში მონაწილეობა და აქციის მონაწილეების წახალისება. ესტონეთს შეეძლო მათივე გამოცდილების მაგალითზე ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო ეფექტიანი რეფორმა
ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და ის, ვისაც მხოლოდ დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს, ყველა რეფორმას თუ ინიციატივას იყენებენ დესტაბილიზაციისთვის, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრ...































