საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა: სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ინფილტრაციასთან დაკავშირებით სატელევიზიო მედიაში გასულ სიუჟეტი არასწორია და ვფიქრობთ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სატელევიზიო მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც საუბარია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყლის ინფილტრაციასთან დაკავშირებით.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს სატელევიზიო მედიაში გასულ სიუჟეტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყლის ინფილტრაციასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, სიუჟეტში წარმოდგენილი შეფასებები არასწორია და ვფიქრობთ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააგენტო რეგულარულად ატარებს მონიტორინგს, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს.

წყლის ინფილტრაციის ფაქტის დაფიქსირებისთანავე სააგენტოს ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ ჩავიდა ადგილზე და სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა არსებული მდგომარეობა, გამოკვეთა ინფილტრაციის სავარაუდო გამომწვევი მიზეზები და დაგეგმა პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია. ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და დარგის სპეციალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.

საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ სვეტიცხოველში გუშინ აღმოჩენილი პრობლემა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება და აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულარულად გავრცელდება განახლებული ინფორმაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742893761

ახალი ამბები

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: როგორც კი დამაპატიმრეს, ჩემი კომპანია „მაგნატი“ გააკოტრეს, მეორეს ხუთი მილიონი დოლარი ვალი დაუტოვეს

„მე დავა არ დამიწყია 2012 წლის შემდეგ. როგორც კი დამაპატიმრეს, ჩემი კომპანია „მაგნატი“ გააკოტრეს, მეორეს, ამ სააქციო საზოგადოებას 5 მილიონი დოლარი ვალი დაუტოვეს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რ...

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე

1742893246

სპორტი

ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის ფინალში იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე 2025 მსოფლიო თასის გათამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ექვსი პარასპორტსმენით ასპარეზობდა, რომელთაგანაც ზვიად გოგოჭური ( J2 95კგ) ფინალში იჭიდავებს. ნახევარფინალშია...

 ზვიად გოგოჭური

1742892267

ახალი ამბები

„გრიპი არის დღეს მოცირკულირე ვირუსებს შორის ყველაზე მძიმე ვირუსი, რომელსაც შეუძლია ბევრი გართულების გამოწვევა“ - ივანე ჩხაიძე

„გრიპი არის დღეს მოცირკულირე ვირუსებს შორის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ყველაზე მძიმე ვირუსი, რომელსაც შეუძლია ბევრი გართულების გამოწვევა მათ შორის: ფილტვების ანთების, თავის ტვინის დაზიან...

ექიმი

1742890644

ახალი ამბები

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის განხილვა მიმდინარეობს, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პატიმარი ჯემალ ლეონიძე სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ „აქციე...

ჯემალ ლეონიძე:

1742889193

საზოგადოება

პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისთვის, „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მიზანს ქალების ეკონომიკური გაძლიერება და გაა...

ნინო წილოსანი