მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Air Serbia-ს შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო მიმდინარე წელს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის - 15 ივნისიდან სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia დაიწყებს ოპერირებას.
ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს შეასრულებს ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა დადებითი დინამიკის მაჩვენებელი და იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მოთხოვნად ტურისტულ მიმართულება რჩება საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ევროპის ქვეყნებისთვის.
„Air Serbia-ს გადაწყვეტილება, რომ წელსვე, ივნისის თვიდან დაიწყოს ოპერირება, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონი განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ეს არის სრულიად ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის სექტორებისთვის, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთი, ახალი ქვეყნიდან შევძლებთ დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას, ამას კი ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების არსებობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები ამ დრომდე არასდროს განხორციელებულა. საქართველოს ავიაბაზარზე Air Serbia-ს შემოსვლას წინ უძღოდა აქტიური მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და სერბეთის ავიაკომპანიას შორის, რის შედეგადაც ავიაკომპანია ოპერირებას მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს - ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.
„რა თქმა უნდა, სერბეთიდან პირდაპირი ფრენები ერთი მხრივ, იქნება დამატებითი სტიმული ტურიზმის სექტორის და ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციისთვის და მეორე მხრივ, გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ ქართველ მეწარმეებს, რაც დადებითად აისახება ინდუსტრიის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის მგზავრთნაკადის მაჩვენებელი მზარდი დინამიკით ხასიათდება - კერძოდ, 2024 წელს, ქვეყნებს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეადგინა, რაც 2023 წლის მონაცემებს 66%-ით აღემატება.
8:03
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა, გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე
„ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსიას დავესწარი, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ ხელისუფლების როლზე რეგიონული პოლიტიკის და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართვე...
8:00
საზოგადოებალაშა ქოიავა 2008 წლის ომზე: როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, დაუძახეს „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი
მას შემდეგ რაც გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოია...
7:47
საზოგადოებალევან მაჭავარიანი - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადდებოდნენ გამოკითხვაზე და კითხვებზე პასუხებს გასცემდნენ
ეჭვი მეპარებოდა, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოკითხვაზე გამოცხადდებოდნენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის წინ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევდათ, პასუხები კი არ ექნებოდათ, – ამის შესახებ...
7:26
ახალი ამბებიმესტიაში ზვავის ჩამოწოლას ტურისტი ემსხვერპლა
სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. უბედური შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში მოხდა. დაღუპული...
7:15
საზოგადოებალაშა ქოიავა: ვეტერანების ტოტალური გაშვება მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, მან ერთი ბრძანებით 2000-ზე მეტი ოფიცერი გაუშვა
„ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება უკვე მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, რომელმაც ერთი ბრძანებით გაუშვა 2000-ზე მეტი ოფიცერი“, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედ...