პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს.
„პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია. იმავე დღეს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც, მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.
ბაჩანა ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებული ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1766765706
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე თავდაცვის ძალებს: თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, სწორედ ეს გამოცდილება, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმთან ერთად, გაქცევთ საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე და საიმედო გარანტებად
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფ...
1766765084
ახალი ამბებიბექა ოდიშარია: გუშინდელმა მოვლენებმაც ცხადად დაგვანახა, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი მცდელობა ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის გადატრიალების და რევანშისტული ძალების მოსვლით, რისი დაშვებაც წარმოუდგენელია
„შესაძლებლობა მომეცა დავსწრებოდი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომას, სადაც, ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა პროფესიული მოსაზრე...
1766762723
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის აღიარება არის საშუალება ვილაპარაკოთ მეტი იმაზე, თუ ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ შეგვიძლია ვიყოთ ხვალ
„ქართული ხორბლის აღიარება არის საშუალება, რათა ვილაპარაკოთ მეტი იმაზე, თუ ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ შეგვიძლია ვიყოთ ხვალ. ჩვენს მემკვიდრეობას სჭირდება არა მხოლოდ დაცვა და მოფრთხილება, არ...
1766761107
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველასთან შეგვიძლია დისკუსია, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეგვიძლია, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, სწორი მიმართულება მივცეთ
ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას ახალგაზრდა თაობაზე. უმნიშვნელოვანესია მათი კარგად ყოფნა, მათი კეთილდღეობა, მათი სწორად განათლება და მათი პირობების გაუმჯობესება იმ კუთხით, რა მიმართულებასაც ისინი აირჩევენ....
1766759091
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი, პატრიოტი ახალგაზრდები და გვინდა, მაქსიმალურად გავაღოთ კარი ასეთი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ზუსტად ეს პროცესი იწყება
ახალგაზრდული ყრილობა არის განსაკუთრებული თავისი მნიშვნელობით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, ფუნდამენტურად გავაძლიეროთ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, შევიტანოთ გარდამტეხი ც...































