საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 22-26 მაისს, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ჩატარდება.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პოზიციის წარმოსაჩენად", - განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის თანახმად, გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის მქონე უსაფრთხოების საკითხები განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონს და უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას. სესიის ფარგლებში, დეპუტატები ასევე იმსჯელებენ დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების გზებზე და განიხილავენ ბალკანეთის რეგიონში დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების 30 წლისთავზე მიღწეულ პროგრესს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747903521

საზოგადოება

სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი-რატომ, იყო დუმილი, ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ ალექსანდრე მეგუთნიშვილის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს,...

სოზარ სუბარი

1747902771

ახალი ამბები

ალექსანდრე მეგუთნიშვილი: USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი - ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი „ქეშის“ სახით უკან უნდა წამოსულიყოო

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი უფლებების შელახვის ფაქტებზე საუბრისას გაიხსენა ვანო მ...

ალექსანდრე მეგუთნიშვილი

1747902234

სპორტი

„საქართველო ყოველთვის ჩემთან ერთადაა, მან ბევრი რამ მომცა და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ - ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sport-თან მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ბედნიერია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. „როდეს...

ხვიჩა კვარაცხელია

1747901511

საზოგადოება

ალექსანდრე მეგუთნიშვილი: ჩემი ძმა მიიყვანეს [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა და განუცხადეს, წახვალ „ტოიოტას“ ცენტრში, 8 „პრადოს“ იყიდი, შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ალექსანდრე მეგუთნიშვილი

1747901305

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე: სანაცეთში დიდი ჟივილ-ხივილი ატყდა, სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ 1000-დოლარიან უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გამო

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები არ ემორჩილება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ სპეკულაციებს. ექსპერტ...

ედიშერ გვენეტაძე