მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე: მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა - როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, უფლებებზე ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული
მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მის [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის] პრეზიდენტს და დელეგაციას, საკმაოდ კონსტრუქციული, გულწრფელი, სამართლიანი საუბარი შედგა. საკმაოდ მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ საკმაოდ პოზიტიურად განვეწყვე, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა, შეუძლებელი იყო ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, ადამიანების უფლებებზე და ა,შ. ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ვერ შეიწყალებს იმ პირებს, რომელთა შეწყალების საკითხიც დააყენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ვინაიდან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პირები კიდევ უფრო მეტად საშიშნი არ იქნებიან საზოგადოებისთვის.
„მე დავუსვი მას კითხვები. შეწყალების თემაზე მას ჰქონდა, თხოვნას არ დავარქმევ, უბრალოდ ეს საკითხი დააყენა იმ ფონზე, რომ ასეთი დაძაბულობაა, იქნებ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და ერთ-ერთი ნაწილი იყოს ეს შეწყალების აქტი. მე მას ვუპასუხე, რომ ერთ წელიწადში დაახლოებით ათასამდე ადამიანი შევიწყალე, შეწყალების აქტს ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამთ და ჰუმანური აქტია, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ტოლერანტული იყო და ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს და ეს პროცესი გაგრძელდება.
ის ადამიანები ვისზეც თქვენ მიგვითითებთ, რომ შევიწყალო, ამ პროცესებში დაკავებულებზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემი პასუხიდან გამომდინარე პასუხი ვეღარ გამცა, იმიტომ, რომ შეწყალება ხდება ისეთი ადამიანის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მხარდამჭერი გახდეს რომ გამოვა, აუცილებელია, რომ ის უფრო მეტად საშიში არ იყოს საზოგადოებისთვის, რა აქტიც მან ჩაიდინა და ვიღაც რომ მთხოვს და გავითვალისწინო მე თუნდაც და კეთილი ნება გამოვიჩინო, რომ ეს ადამიანი ციხიდან გამოვიდეს და მერე მან უფრო დიდი უბედურება განახორციელოს, ამის გარანტიას ისინი ხომ ვერ გაძლევენ?! ვერც მოგცემენ ამის გარანტიას, იმიტომ, რომ არ არსებობს ამის გარანტია და ჩვენ ეს ფაქტებად გვაქვს წარმოდგენილი და იმ ადამიანების განცხადებები, ვინც თითქოს უნდათ, რომ ჩვენ შევიწყალოთ, როგორი გონორით არიან დღემდე.
როგორ წარმოუდგენიათ, ჩვენ, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო ვართ და ვის უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება, რომ გამოვიდეს და კიდევ უფრო მეტი საშიშროება გააჩინოს ჩვენს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვერ დავუშვებთ, თორემ ყველაფრისთვის მზად ვართ, იმდენად მყარად ვართ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს 100%-ით კი არა 1000%-ით მართლები ვართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1773596717
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, პირველ რიგში, ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და მერე მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქ...
1773596050
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა - ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებს
სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის...
1773593801
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს. მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერ...
1773592901
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ, საქართველოს კრიტიკოსი ეს „ოროსნები“ ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებას - ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს და რუკის წაკითხვა არ იციან
კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გ...
1773590905
ახალი ამბებიმეუფე შიო: ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად გადაიქცევა
ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია, არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ...































