საქართველოს პრეზიდენტი: დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს

ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არასდროს უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი. ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დაფიქრების დღე, რათა დავფიქრდეთ იმის შესახებ, ვაკეთებთ კი ყველაფერს, რაც საჭიროა ერთ ან ორ საუკუნეში, შემდეგმა თაობებმაც რომ თქვან: „ვართ გამარჯვებულები!“

„საქართველო სისხლის ზღვაში ბანაობდა, ჩვენი დაფლეთილი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა - ამ სიმღერით გავიზარდე, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი. იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკერები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა.

ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა, იმ მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად; ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა; ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა. ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენ მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შემოდის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხება, ასე ჩანს და ასე არ არის.

რეალურად დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი დროშა არის აღმართული დღევანდელ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ასე ჩანდა და ასე არ არის, რადგან ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით. ასე ჩანდა და ასე არ არის და იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ ეს მაგალითი დაგვიტოვეს. მაგალითი, რომლითაც ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვზრდიდეთ.

მათ უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას, ქვეყნის სიძლიერეს არ აქვს მნიშვნელობა და დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს თუ შენ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს. ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს. მაგრამ ეს არის ამავე დროს დაფიქრების დღე, რათა დავფიქრდეთ იმის შესახებ, ვაკეთებთ კი ყველაფერს, რაც საჭიროა ერთ ან ორ საუკუნეში, შემდეგმა თაობებმაც რომ თქვან: „ვართ გამარჯვებულები!“

ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას ის სულისკვეთება გადავცეთ, რომელიც მარო მაყაშვილებს, გივი ღამბაშიძეებსა და სხვებს, ვინც იქ იბრძოდნენ ჰქონდათ; ნუთუ სკოლაში იმას ვასწავლით, თუ რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული;

ნუთუ ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა და მომავლის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება;

ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშეც ჯარი წარმოუდგენელია. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს;

ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ დავაყენოთ, პარტიების, პირადი ინტერესების, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს.

ყოველდღიურად უნდა ვაღწევდეთ, რომ ჩვენ ვიყოთ ის ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკერების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმირ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს, გამორიცხულია! - დონალდ ტრამპი

🔵იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს დაუწესებენ

🔵პუტინთან შეხვედრამდე რუსი ოლიმპიელები ორკვირიან კარანტინში გამოკეტეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787764590

საზოგადოება

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის...

ლევან მახაშვილი

1787762727

მსოფლიო

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს. გამოცემის წყაროების...

ტიმ კარი ტიმ კარი

1787760468

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...

ლევან მახაშვილი

1787758429

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში...

ტრამპიტრამპი

1787756036

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, განახლ...

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობა