რატი იონათამიშვილი ევრობიუროკრატებზე: ევროინტეგრაციის პროცესს ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებენ, მაგრამ ასეთი შანტაჟის ინსტრუმენტები ჩვენზე არ ჭრის
საქართველო პასუხისმგებლობით იცავს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით 4-ივე კრიტერიუმს, მაგრამ სამწუხაროდ ევრობიუროკატებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი უყურებენ არა ასოცირების შეთანხმებას, არამედ მხოლოდ იმას, როგორ გამოიყენონ საქართველო ინსტრუმენტად საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის, ჩვენ კი ამის უფლებას არავის მივცემთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„მათ [ევრობიუროკრატებს] რომ რაიმე კონკრეტული არგუმენტი ჰქონდეთ, 4 კრიტერიუმიდან რომელი მუხლის მიმართულებით აქვთ შიში, მერწმუნეთ, პირდაპირ დაწერდნენ და იტყოდნენ, ამისი ნამდვილად არ მოერიდებოდათ. როდესაც ზოგადად საუბრობენ და არცერთ მუხლს არ მიუთითებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით იცავს 4-ივე კრიტერიუმს, მაგრამ სამწუხაროდ მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი უყურებენ არა ასოცირების შეთანხმებას, არა ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებას, არამედ მხოლოდ იმას, როგორ გამოიყენონ საქართველო ინსტრუმენტად საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის, ჩვენ კი ამის უფლებას არავის მივცემთ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ევრიბიუროკრატები ორმაგი სტანდარტსა და უსამართლობის ტირაჟირების გარდა, დაკავებულები არიან გარკვეული შანტაჟის მექანიზმებით.
„ევროინტეგრაციის პროცესს ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებენ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ისიც, რომ ასეთი შანტაჟის ინსტრუმენტები ჩვენზე არ ჭრის“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
1765974063
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ლიაკა ხოშტარიას მამას, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავმჯდომარე ბოლომდე პატრონობდა - კალასი, ნაუსედა, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან, ეს საზოგადოება გვაბრალებს რუსეთუმეობას
ლიაკა ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, პირადად საბჭოთა კავშირის დაშლამდე ბოლოს საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავმჯდომარეს, ვადიმ ბაკატინს ჰყავდა კავშირზე. ბოლომდე პატრონობდა და მერე მისი კავშირებით ლიაკა მოუწყ...
1765972323
ახალი ამბებიკირცხალია გახარიას პარტიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, ღიმილის მომგვრელია - გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი
„კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, პოლიტიკური გამოსვლა - თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვას - უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს“,...
1765971190
ახალი ამბებიკახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ჩვენ არავის არ უნდა მოვუსმინოთ - დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ვიმოქმედოთ ცივი გონებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
„საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა...
1765969971
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში
ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1765969443
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას თავად აქვს რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა
„რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნ...





























