საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით.

პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას სჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.

აღნიშნულის მიუხედავად, ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

რისთვისაც, ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვისა და პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოხდა ზემოხსენებულ შემთხვევაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება და აღნიშნული მონაცემები მიეწოდა პროკურატურას.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესში ლ.ხ.-მ გამოკითხვისას აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი, რის შემდეგაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770960577

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ

დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუ...

გიორგი ვოლსკი

1770958510

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ერთის მხრივ, აკრიტიკებენ იმას, რომ საქართველო ებრძვის უცხოურ ჩარევას, მეორეს მხრივ, ისინი ამკაცრებენ თვიანთ კანონმდებლობას უცხოური ჩარევების წინააღმდეგ

ერთის მხრივ, აკრიტიკებენ იმას, რომ საქართველო ებრძვის უცხოურ ჩარევას, მეორეს მხრივ, ისინი ამკაცრებენ თვიანთ კანონმდებლობას უცხოური ჩარევების წინააღმდეგ, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო ფრაქცია „ქარ...

ლევან მაჭავარიანი

1770929208

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი Live” ის დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდზეა განთავსებული და რომელიც 2...

შალვა პაპუაშვილი

1770929085

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა არ ესმოდეს, რომ საბოლოოდ თავად დაზიანდება, თუ საზოგადოებას ზედმეტად გამოფიტავს თუნდაც ფასების მიხედვით

ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა არ ესმოდეს, რომ საბოლოოდ თავად დაზიანდება, თუ საზოგადოებას ზედმეტად გამოფიტავს თუნდაც ფასების მიხედვით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამე...

შალვა პაპუაშვილი

1770927831

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე ორგანიზაციისთვის მიეცათ გრანტები, დაიწყეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულებების დადება. ვის ატყუებენ?! მართლა გაგეცინება ადამიანს

მართლა ყველა ყველას იცნობს, არაფერი იმალება ამ ქვეყანაში, არ სჭირდება ამას არც სპეცსამსახური და არაფერი განსაკუთრებული, ყველამ იცის რა სქემების დალაგებაც დაიწყეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ს...

შალვა პაპუაშვილი