პრემიერი: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში

„მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ასევე, 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად იზღუდება.

„პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს. ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ელი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. 2017 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770963193

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან

„საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვ...

ირაკლი კობახიძე

1770962786

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რისიც ეშინიათ ბრიუსელში და რასაც ჩვენს მთავარ იარაღად აღიქვამენ, არის ჩვენი მართალი სიტყვა

ამიტომ უნდათ ჩვენი გაჩუმება, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ერთადერთი რისიც ეშინიათ ბრიუსელში და რასაც ჩვენს მთავარ იარაღად აღიქვამენ, არის ჩვენი მართალი სიტყვა. ამი...

შალვა პაპუაშვილი

1770961321

ახალი ამბები

დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს

დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს. სხდომაზე ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილო...

პარლამენტი

1770960577

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ

დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუ...

გიორგი ვოლსკი

1770959347

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დად...

პროკურატურა