პრემიერი: ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში არალეგალი მიგრანტების გაძევების, ასევე ამ პრობლემის მოგვარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი.
„პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს; - როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1 მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პრემიერი აქვე აღნიშნავს 2017 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში შეტანილ შესწორებასაც.
„აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს”, - აცხადებს პრემიერი.
1770964180
ახალი ამბებიპრემიერი: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში
„მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1770963643
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან
უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქ...
1770963193
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან
„საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვ...
1770962786
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რისიც ეშინიათ ბრიუსელში და რასაც ჩვენს მთავარ იარაღად აღიქვამენ, არის ჩვენი მართალი სიტყვა
ამიტომ უნდათ ჩვენი გაჩუმება, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ერთადერთი რისიც ეშინიათ ბრიუსელში და რასაც ჩვენს მთავარ იარაღად აღიქვამენ, არის ჩვენი მართალი სიტყვა. ამი...
1770961321
ახალი ამბებიდღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს. სხდომაზე ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილო...






























