მე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში სწავლება ჩაუტარდათ. ბრიგადის პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა კრიზისული სიტუაციების მართვის, საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით გადაუდებელი და აუცილებელი მოქმედებები
წარუდგინეს.

სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ, სწავლების მონაწილეებმა ველზე გადაინაცვლეს და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები პრაქტიკაში განახორციელეს.

სწავლება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებისთვის საგანგებო სიტუაციებში, განსაკუთრებით ლოკალურ დონეზე სწრაფად და სწორად რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.

დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებში აღნიშნული სწავლების ჩატარების შემდეგ, ამჟამად წვრთნას აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები გადიან. კრიზისული სიტუაციების დროს, მსგავსი სწავლებები ხელს უწყობს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755678503

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს

ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის მისი საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა და...

ირაკლი კობახიძე

1755677362

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული პ.შ. დააკავეს, - ინფო...

დაკავებადაკავება

1755675851

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას, -...

ირაკლი კობახიძე

1755675244

ახალი ამბები

თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - ახალი ხაზი დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს

ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტი განხორციელდება - 35 წლის შემდეგ, დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნი...

კახა კალაძე

1755673411

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყ...

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა