საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხი მიმოიხილეს და პარლამენტების კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„შეხვედრებისას იმ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივად არსებობს. ორი ქვეყნის თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაც დაკავშირებადობას აძლიერებს. ეს არის „შუა დერეფნის“ ფუნქცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ, ორი ქვეყანა, ერთმანეთს ვაძლიერებთ. ერთობლივი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და ზოგადად, რეგიონის მყარ პოზიციონირებას ემსახურება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არაღიარების და დაგმობის გამოხატვის გამო მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში გამართულ შეხვედრებში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.
1790333476
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ანა წითლიძე არის ჩვეულებრივი „ნაცპროპაგანდისტი“. შეიძლება, რომ წავიდეს და მაგალითად მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან
ანა წითლიძე არის ჩვეულებრივი „ნაცპროპაგანდისტი“. შეიძლება, რომ წავიდეს და მაგალითად მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთა...
1790332369
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინ...
1790330922
ახალი ამბებინინო წილოსანი: საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს
„ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად...
1790329187
ახალი ამბებიწინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდე...
1790327974
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული დ...


























