დავით ჩიხელიძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული სახელმწიფოს მთავარი პრობლემა - ოკუპაცია.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ერთიან კონტექსტში წარმოადგინა ქვეყნის გამოწვევები და შესაძლებლობები.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავარი პრობლემა, ოკუპაცია. მან გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამასთან, მან მიმართა აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს პოზიცია, გამყოფი ხაზები ვერ წაშლის საერთო ისტორიას და ვერ უნდა განსაზღვროს ჩვენი შვილების მომავალი. საქართველო მზად არის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს დახმარების ხელი გაუწოდოს!
პრემიერის გამოსვლაში იყო მძლავრი და მკაფიო გზავნილები ხაზგასმა საქართველოს როლზე, მსოფლიო ეკონომიკაში. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით უნიკალურ მდგომარეობაშია: შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს სწორედ ჩვენი ქვეყნის გავლით შეიძლება დაუკავშირდეს. მაგრამ მხოლოდ კარგი გეოგრაფიული მდებარეობა არაფერს ნიშნავს, თუ ქვეყანა ამ შესაძლებლობას არ იყენებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას არ ავითარებს.
აღნიშნული კუთხით სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ანაკლიის პორტი, რკინიგზის მოდერნიზება, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება, ახალი გზები, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა. მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ერთ მიზანს ემსახურება, საქართველომ თავისი სტრატეგიული მდებარეობა რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობად აქციოს.
ახალი ინფრასტრუქტურა სრულიად ცვლის საქართველოს როლს რეგიონში. ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და ენერგოტრანზიტის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. საქართველო მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციით აღარ უნდა შემოიფარგლოს, ქვეყანა თანდათან ყალიბდება სივრცედ, სადაც ერთმანეთს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ეკონომიკური შესაძლებლობები უკავშირდება.
პრემიერის გამოსვლა მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო სატრანზიტო როლს არ ეხებოდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მან ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარების სოციალური მხარეებიც გამოკვეთა. მომდევნო ხუთი წლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დასახელდა ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, რეგიონებში შესაძლებლობების გაზრდა და იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები ფართოდ გადანაწილდეს და განვითარების პროცესში არც ერთი ადამიანი და არც ერთი რეგიონი ყურადღების მიღმა არ დარჩეს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი ეკონომიკა მხოლოდ ზრდის მაღალი მაჩვენებელი არ არის. ეკონომიკური ზრდის მთავარი მნიშვნელობა სწორედ ისაა, თუ რამდენად აისახება ის ადამიანების ცხოვრებაზე, რეგიონების განვითარებაზე, დასაქმებაზე, ინფრასტრუქტურაზე და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.
ამ ყველაფერს ემატება მშვიდობის საკითხიც. პრემიერის გზავნილი იყო მკაფიო ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია და ის დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. მშვიდობა კი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს მშვიდობა სჭირდება, რომ განვითარდეს, სჭირდება სტაბილურობა იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და სჭირდება ძლიერი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ საკუთარი გეოგრაფიული უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოს.
სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი პრემიერის გამოსვლა გაეროს ტრიბუნიდან, მან ერთიან კონტექსტში წარმოაჩინა საქართველოს მთავარი გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც, საქართველო თავისი ისტორიული გამოწვევების მიუხედავად, საკუთარ წარმატებულ მომავალს ქმნის. აშენებს პორტს, ავითარებს რკინიგზას, გზებსა და აეროპორტებს, აძლიერებს ენერგეტიკულ და სატრანზიტო შესაძლებლობებს და ცდილობს, საკუთარი უნიკალური მდებარეობა ქვეყნის ეკონომიკურ უპირატესობად აქციოს“, - წერს ჩიხელიძე.
1790324544
საზოგადოებაკახა კალაძე: უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო. ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან
„თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც ის „ქართული ოც...
1790323536
ახალი ამბებიკახა კალაძე რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს: როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ გიყენებენ - ძალიან მძიმეა
„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ რუსთაველის პრ...
1790323191
საზოგადოება„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება გრძელდება - სამსახურს 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა
დედაქალაქში, დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეულ...
1790323126
საზოგადოებასიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ დუმბაძის მეუღლის ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - გარდაცვლილის ხსოვნას ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიაგო პატივი
ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, საიდანც 14:00 საათზე გამოასვენებენ და დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ხსოვნას „ქართული ოცნების“ დამფ...
1790321050
საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება...


























