მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების შედეგები, პარასპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართული პარალიმპიური მოძრაობის ბოლო წლების პროგრესზე.
მისი თქმით, თუ 2012 წლამდე საქართველოში პარალიმპიური სპორტის ორი სახეობა ვითარდებოდა და ქვეყანას მხოლოდ სამი პარასპორტსმენი ჰყავდა, დღეს პარასპორტის 15 სახეობაში 300-ზე მეტი სპორტსმენია ჩართული. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დაფინანსება და პარალიმპიელთა ჯილდოები, სტიპენდიები და პრემიალური ფონდი ოლიმპიელთა სტანდარტს გაუთანაბრდა.
შეხვედრაზე აღინიშნა ქართველი პარასპორტსმენების წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, პარიზში მოპოვებული ცხრა მედალი და საქართველოს პირველი მონაწილეობა 2026 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში.
საუბარი ასევე შეეხო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დიღმის ჭალებში უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის გეგმას.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია.
პრეზიდენტის განცხადებით, სპორტის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფიზიკური და სოციალური ბარიერების აღმოფხვრა და განათლებაზე, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსა და ილგარ რაჰიმოვს ქართული პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
1790326472
ახალი ამბებიკახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
„ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - ამის შესახებ...
1790326096
საზოგადოებაკახა კალაძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე: პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლსა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოსთან და მის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე,რეგიონის მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალ...
1790325829
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია
„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახ...
1790324868
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთე...
1790324544
საზოგადოებაკახა კალაძე: უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო. ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან
„თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც ის „ქართული ოც...


























