საქართველოს თავდაცვის მინისტრს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა
კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
მინისტრებმა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ დადებითი დინამიკა, რაც საქართველოსა და კატარის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების კუთხით არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში კოლეგის მიწვევით იმყოფება. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანმა შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი საქართველოში მოიწვია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დოჰაში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენასაც დაესწრო.
1768913530
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირ...
1768913428
ახალი ამბებისუსი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს
სუსი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქ...
1768912017
ახალი ამბებიბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება - ბოლნისის მერია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით აქტიურად გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ბოლნისის მერია იუწყება. მერიის ცნობით, იწმინდება საავტომობ...
1768911788
ახალი ამბებიAxios: ტრამპი და ზელენსკი დავოსში შეხვედრას გამართავენ, თუმცა პროგრესი მოსალოდნელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა...
1768911438
ახალი ამბებიმობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა და მას ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა უსწრებს
Speedtest.net-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ექნებათ 2026 წელს. საქართველო ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა და ბულგარეთისა და...






























