პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის ალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
1768914545
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1768914132
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკო...
1768913428
ახალი ამბებისუსი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს
სუსი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქ...
1768912017
ახალი ამბებიბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება - ბოლნისის მერია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით აქტიურად გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ბოლნისის მერია იუწყება. მერიის ცნობით, იწმინდება საავტომობ...
1768911788
ახალი ამბებიAxios: ტრამპი და ზელენსკი დავოსში შეხვედრას გამართავენ, თუმცა პროგრესი მოსალოდნელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა...






























