სუსი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს
სუსი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს.
„მედიის კითხვა:
1. რა ეტაპზეა გამოძიება გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოიკითხა თუ არა გამოძიების ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, კერძოდ, ლევან ჟორჟოლიანი და აიტი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები?
2. ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, კერძოდ, ნათია თურნავა, რადგან კონსტიტუციის თანახმად, ეს ორგანოა პასუხისმგებელი ფასების სტრაბილურობაზე. ასევე, ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციული ფაქტების გამოძიების ფარგლებში, ხომ არ გამოკითხულა ნათია თურნავა, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 2019-2022 წლებში?
პასუხი:
შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოძიების დეტალებს, ტაქტიკას - ვინ რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება, ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს, გამოძიებისვე ინტერესებიდან გამომდინარე. გთხოვთ, აღნიშნული სხვა დროსაც გაითვალისწინოთ, რადგან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მხრიდან ხშირად ისმება საგამოძიებო მოქმედებებთან, მათ შორის, გამოძიების ტაქტიკასა და დაკითხვების თანმიმდევრობასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვები“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
1768914545
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1768914132
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკო...
1768913530
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირ...
1768912017
ახალი ამბებიბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება - ბოლნისის მერია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით აქტიურად გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ბოლნისის მერია იუწყება. მერიის ცნობით, იწმინდება საავტომობ...
1768911788
ახალი ამბებიAxios: ტრამპი და ზელენსკი დავოსში შეხვედრას გამართავენ, თუმცა პროგრესი მოსალოდნელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა...






























