მიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, გაზრდის ხელმისაწვდომობის ხარისხს

სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს.

„შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის.

დღეს გაიმართა კომისიის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკულად დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველის, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება შევქმნათ პოტენციალი იმისთვის, რომ ფასებმა დაიწყოს კლება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768914545

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1768914132

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკო...

ვახტანგ ცინცაძე

1768913530

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირ...

პრემიერ-მინისტრი

1768913428

ახალი ამბები

სუსი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს

სუსი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქ...

სუსისსუსის

1768912017

ახალი ამბები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება - ბოლნისის მერია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით აქტიურად გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ბოლნისის მერია იუწყება. მერიის ცნობით, იწმინდება საავტომობ...

 ბოლნისის მერია