საქართველოში კოვიდ 19-ით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა - დაინფიცირდა 3 567 პირი
"საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა", - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 082-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის მონაცემებით, კორონავირუსი 3 567 პირს დაუდასტურდა, 2 105 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 460, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 220, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255 საიდანაც:
• 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 034, აჭარაში - 510, იმერეთში - 735.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში - 553, აჭარაში - 124, იმერეთში - 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 33, იმერეთში - 30.
• 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 628 - თბილისში, 269 - აჭარაში.
• 20 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 7.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი.
სხვა სიახლეები:
📍ამირან გამყრელიძე: დაიწყო "ომიკრონის" შიდა გავრცელება - ინფიცირებულთაგან 16 მოზარდია
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...
1792081777
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...































