ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ, 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით.
„გადაწყვეტილებები შეეხება სამ საჩივარს, სადაც მომჩივნები დაობდნენ, თითქოს მათ მიმართ წარმოებულ საქმეებში უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე არ იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები და სამივე საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლეების უვადო წესით გამწესება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური და ფუნქციონალური გაძლიერება, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა და კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მეშვეობითაც უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესების წესი. ერთ-ერთი საჩივარი - „ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“, შეეხებოდა საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს. ამ საქმეში მომჩივანი დაობდა, თითქოს მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე იყო მის მიმართ უსამართლო, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა მოწმეები. თუმცა, ამ საკითხზეც ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და მიიჩნია, რომ ეს პრეტენზია იყო იმდენად დაუსაბუთებელი, რომ არსებით განხილვას არც კი საჭიროებდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
1764255638
მსოფლიოვლადიმერ პუტინი - დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია, პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ლეგიტიმური სტატუსი
დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუშვა პრინციპული, სტრატეგიული შეცდომა, როდესაც შეეშინდა საპრეზიდენტო არჩე...
1764255298
მსოფლიოვლადიმერ პუტინი - ადამიანები, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება, ჩემი აზრით, ცოტათი გაგიჟდნენ, ეს სრული სისულელეა
„სტივ უიტკოფი საკუთარი პრეზიდენტს და ქვეყნის პოზიციას იცავს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, უიტკოფთან დიალოგი მარტივი არ არის, თუმცა რუსეთი ამ დიალოგს...
1764255245
მსოფლიოვლადიმერ პუტინი - საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ მაშინ, როდესაც უკრაინელები ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებენ, თუ ისინი არ გავლენ, ამას ჩვენ სამხედრო გზით მივაღწევთ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურება. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი არ არსებობდა და ეს იყო განსახილველი საკითხების სია. რაც შეეხება ჟენევაში აშშ-სა და...
1764254618
მსოფლიოპუტინი: რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ახალი ტერიტორიების აღიარება სჭირდება
„ტერიტორიული რეალობების საერთაშორისო აღიარება რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი თვალსაზრისით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლებრი...
1764254029
ახალი ამბებიფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 10185 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული უცხო ქვეყნიდან შემოსულ...































