სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“, ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა.

ხსენებული საჩივრების ფარგლებში მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული. ამასთან, ფირცხალავას და Y-ის შეფასებით, მოსამართლე შ.თ. კანონის შესაბამისად არ იყო დანიშნული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტი და სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა. გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების მიზნით გატარებული რეფორმები. კერძოდ, სხვებს შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოსამართლეთა უვადო დანიშვნა; მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაძლიერება; კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უფრო მეტად დაიხვეწა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ფირცხალავას მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება უკავშირდებოდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. ირაკლი ფირცხალავა დამატებით ამტკიცებდა, რომ მისი სისხლის სამართლის პროცესი არასამართლიანად წარიმართა, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა ყოფილი თანაბრალდებულები და სხვა მოწმეები და ეფექტიანად გაებათილებინა მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებიც კი არ გამოვლენილა. შესაბამისად, ირაკლი ფირცხალავას დამატებითი საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764255245

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ მაშინ, როდესაც უკრაინელები ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებენ, თუ ისინი არ გავლენ, ამას ჩვენ სამხედრო გზით მივაღწევთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურება. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი არ არსებობდა და ეს იყო განსახილველი საკითხების სია. რაც შეეხება ჟენევაში აშშ-სა და...

პუტინი

1764254618

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ახალი ტერიტორიების აღიარება სჭირდება

„ტერიტორიული რეალობების საერთაშორისო აღიარება რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი თვალსაზრისით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლებრი...

პუტინი

1764254029

ახალი ამბები

ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 10185 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული უცხო ქვეყნიდან შემოსულ...

მოჭრილი ყვავილები

1764251824

ახალი ამბები

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი: საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მაჰკამოვის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სხვადასხვა სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. მინისტრმა გ...

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი

1764250447

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე: როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და კანონს ვიღებდით ამასთან დაკავშირებით, ღლიცინი იყო ოპოზიციაში

როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და კანონს ვიღებდით ამასთან დაკავშირებით, ღლიცინი იყო ოპოზიციაში. ძალიან რთულ მდგომარეობაშია ოპოზიცია, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი