საუბარია, დაახლოებით, 10 ჭრილობაზე - მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას საქმის პროკურორი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით მოკლულ სოფო კვარაცხელიას კისრის არეში დაახლოებით, 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
როგორც პროკურორი განმარტავს, ეს არის პირველადი დათვალიერებით მიღებული შედეგი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი, შესაძლოა, რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
"ამ ეტაპზე არის თვითმხილველი პირების ჩვენებები, რომლებიც ავტობუსში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა და ფაქტის ნაწილი გადაიღო ტელეფონის მეშვეობით, ეს მასალაც გამოთხოვილია ჩვენ მიერ. ასევე, ავტობუსი აღჭურვილი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ეს მასალა დაარქივებულია და უახლოეს დღეებში მისი გამოთხოვა მოხდება. ამის შემდეგ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.
ვიდეოში ჩანს მონაკვეთი, როცა ბრალდებული ახორციელებს გარდაცვლილის მიმართ დანის დარტყმას და როგორც ირკვევა ძალიან ბევრი დარტყმა იყო, ეს ვიდეოკადრი რამდენიმე წამიანია, ამ კადრში მთლიანი ქმედება არ ჩანს, თუმცა, ქმედების ნაწილი ჩანს.
ამ ეტაპზე რაც იკვეთება, ტრანსპორტში წინარე კონფლიქტი სახეზე არ იყო, თუმცა, ყველა მოწმე დაკითხული არაა, ტრანსპორტში არსებული კამერა ჯერ დათვალიერებული არ არის, საიდანაც ზუსტად გავიგებთ, აღნიშნულს კონფლიქტი უძღოდა თუ არა წინ. ერთად მგზავრობდნენ, ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა", - განაცხადა ქობულაძემ.
მისივე განმარტებით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
"რაც შეეხება მის ფსიქიკურ მდგომარეობას, როცა საქმე მკვლელობას ეხება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი დანაშაულის სიმძიმიდან, რამდენად იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი ამ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამდენად, ნებისმიერი მკვლელობის საქმეზე ფსიქიატრული ექსპერტიზა ინიშნება, შესაბამისად, მოცემულ საქმეზეც დაინიშნება.
ბრალდებულს ბრალი ედება არასრულწლოვანი ორი შვილის - მისი და გარდაცვლილი მეუღლის საერთო შვილების თანდასწრებით დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება ჭრილობებს, საუბარია, დაახლოებით, 10 ჭრილობაზე, თუმცა, ეს არის პირველადი დათვალიერების შედეგი და შესაძლოა, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გაიზარდოს. ჭრილობების უმეტესობა ყელის არეშია",- განაცხადა ქობულაძემ.
წყარო:ipn.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
🔵ქართველ კაც, რომელიც გერმანიაში გაქცეულ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა, გერმანიაში შესვლა აუკრძალეს
1794047820
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...
1794045749
ახალი ამბებიგივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...
1794043370
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...
1794041433
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...































