შალვა პაპუაშვილი: 70 წლის იუბილეს ვულოცავ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, უდიდეს ქველმოქმედსა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„70 წლის იუბილეს ვულოცავ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, უდიდეს ქველმოქმედსა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. ვუსურვებ მხნეობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის ოჯახთან ერთად.
მამულიშვილი - უამრავ ეპითეტს შორის, ალბათ, ესაა ყველაზე სრულად გამომხატველი იმ დამოკიდებულების, გრძნობის, სიყვარულის და ზრუნვის, რაც იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა.
დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან დაიწყო მისი ზრუნვა ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისათვის. გამოცდილებისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ფართოვდებოდა ამ ზრუნვის მასშტაბიც - განათლებიდან და კულტურიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით, სოციალურ მხარდაჭერითა და სახელმწიფოებრივი პროცესების გაძლიერებით გაგრძელებული.
მისი წვლილი არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის თანმხლები და ხშირად განმსაზღვრელიც გახდა თანამედროვე საქართველოს ისტორიულ გზაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდა და სამშობლოსადმი ერთგულება აძლევს მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საქართველო ლექსის ქვეყანაა და ერის ადამიანის მრწამსიც არაერთ ტექსტში გადმოცემულა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი მუხრან მაჭავარიანის უკვდავი სიტყვაა...“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1771405255
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წ...
1771405233
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. „ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ...
1771404574
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია, რაზედაც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო
მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გასაკვირი არაა, რომ პარლამენტის წევრებსაც გაქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინი...
1771404140
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მადლობა გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითოეული სპორტსმენი მიიღებს 500 000 ლარს
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1771403820
ახალი ამბებიპრემიერი: ნარკოტიკული დანაშაული სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით
ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მიგრაციაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, - განაცხადა საქართველოს პრე...


























