შალვა პაპუაშვილი: არსებობს ორმაგი სტანდარტი, ერთ ქვეყანაში „დაცვად“ რაც მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება, ერთ სისტემაში ქებას რაც იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება, ეს ძირს უთხრის ნდობას

„არსებობს ორმაგი სტანდარტი. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს შეუსაბამობა ძირს უთხრის ნდობას.

„დღეს ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე: ეს არის საგარეო ჩარევა. ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ქვეყნები. სწორედ ამიტომ ვხედავთ მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოყალიბებას: უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის ფარი ევროკავშირში, საგარეო ჩარევის კანონი საფრანგეთში, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა (FIRS) გაერთიანებულ სამეფოში ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, სამართლებრივი ფორმა ეძლევა ერთ საერთო პრინციპს: დემოკრატია უნდა ყალიბდებოდეს ხალხის მიერ და არა უცხოური ძალის მიერ. და მაინც, არსებობს ორმაგი სტანდარტი. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ძირს უთხრის ნდობას. თანამშრომლობას თუ სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776352480

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინ...

მიხეილ სარჯველაძე

1776352394

მსოფლიო

რომის პაპი: სამყაროს ტირანები ანადგურებენ, ომის ოსტატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ განადგურებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება, ხოლო აღდგენისთვის ხშირად მთელი სიცოცხლე არ არის საკმარისი

პაპმა ლეო XIV-მ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და განაცხადა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“. მის სიტყვებს Sky News-ი ციტირებს. ლეომ, რომელიც პირველი ამერიკელი პაპია...

 რომის ახალი პაპი

1776351530

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს

კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდ...

ნიკოლოზ სამხარაძ

1776350928

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ

რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს. პაპუაშვილს ჰკითხეს,...

შალვა პაპუაშვილი

1776350752

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ქვეყანამ გარე ჩარევისგან თავი უნდა დაიცვას, რისთვისაც მნიშვნელოვანია, გარე ჩარევებისგან თავდაცვისთვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნას

„ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა. ეს არის გარე ჩარევა, რომელიც ურევს სიტუაციას ქვეყნებში, ცდილობს, წარმოაჩინოს სხვისი ინტერესი ხალხისა და ქვეყნი...

 შალვა პაპუაშვილი