შალვა პაპუაშვილი: შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, ეს დივერსიაა

ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს გამოიყენება იგივე სქემა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან.

„ჩვენ ვხედავთ, ეს იგივე სქემაა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ომის დაწყების დღიდან, იგივე სქემაა, იგივე ადამიანები, ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხო ძალების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ქმნიან დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა, მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით გვყავს. ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ რამდენად ფესვგამდგარია უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში.

ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის. არიან მონაწილე და ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძის შესახებ ჰკითხეს, რომელიც გამოკითხვაზეა დაბარებული, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და საუბრობენ იმაზე, რომ სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობს.

„საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვთ, ადვილად მისცემს პასუხისგებაში. არავის და არაფერს ამ მხრივ არ ერიდება. ასე რომ, არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია, ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულების წინაშე, მასაც წარადგენენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773041228

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 160-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინელების 163 დრონი ჩამოაგდეს. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ 54...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

1773039021

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და...

ნარკოტიკი

1773038297

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო...

 ნარკოტიკი

1773037123

ახალი ამბები

BBC: მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. წერს BBC. მედიის ცნობით, ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრ...

ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე 100 დოლარს გადააჭარბა

1773035863

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის

„დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში, დღევანდელი დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლთან შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ან...

შალვა პაპუაშვილი