შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმ კამპანიის შესახებ, თითქოს გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.
როგორც ცნობილია, სუსმა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც გივი თარგამაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
„მე მგონი, საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში. ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება. ასე რომ არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულებაში, მასაც წარადგენენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად საქართველოში კეთდება, არის უცხო ძალების საბოტაჟი და დივერსია.
„ეს არის იგივე სქემა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან. ეს არის იგივე სქემა, იგივე ადამიანები, ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხო ძალების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ქმნიან დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა. მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით გვყავს და ამაზე უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ, რომ რამდენად ფესვგამდგარია უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში.
ეს არის ჩვეულებრივი დივერსია, როდესაც ჩვენს შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის და არიან ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. ასე რომ ეს არის ფაქტი და აქედან უნდა ამოვიდეთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1773043789
მსოფლიოპირველად უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილის ოჯახად აღიარების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ლგბტ ორგანიზაცია „ინსაიტის“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მათი თქ...
1773042696
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, ეს დივერსიაა
ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა...
1773041228
მსოფლიორუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 160-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინელების 163 დრონი ჩამოაგდეს. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ 54...
1773039021
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და...
1773038297
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო...































