ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1998 წელს დაბადებული ა.ზ. და 1999 წელს დაბადებული ე.ფ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „პრეგაბალინი“. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1773037123
ახალი ამბებიBBC: მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. წერს BBC. მედიის ცნობით, ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრ...
1773035863
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის
„დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში, დღევანდელი დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლთან შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ან...
1773034693
მსოფლიოSky News: ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 5...
1773034292
მსოფლიობაჰრეინში ირანის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაშავდა
ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. ბაჰრეინის ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებუ...
1773032477
ახალი ამბებიზუკა რურუა: ამდენი ომი და უბედურება ტრიალებს და უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანაც ამ სიტუაციაში აღმოჩნდეს, ეს არ გამოუვათ
ეს ადამიანები არათუ ექსპერტები და ლექტორები არიან, არიან პირდაპირ დაკავშირებული რადიკალურ ძალებთან, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს ებრძვიან, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წე...































