შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი, არ ვიცი რისი შეეშინდა

„შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს მედიის წარმომადგენელმა გახარიას პარტიისთვის მანდატები შეჩერებასთან დაკავშირებით ჰკითხა. ის დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება ეს პროცესი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მანდატებზე უარი გახარიას პარტიამ თავადვე თქვა და ამდენი ხნის განმავლობაში ისინი „შატალოზე“ იმყოფებოდნენ.

„იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს უმრავლესობით. ასე, რომ აქ პრობლემა არ იქნებოდა და არც იქნება არასდროს. თუ კი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი, მათ შორის გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ნიკა მელიას იმუნიტეტი. ასე რომ, დამნაშავეებს იმუნიტეტი არ იცავს, ეს ერთი.

მეორე, რაც შეეხება მანდატებს, მანდატები მათ თავად გაიუქმეს. პარლამენტი ამ მხრივ მიიღებს გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები ღალატობენ თავის ამომრჩეველს, „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა ისინი დაკარგავენ მანდატებს.

მესამე, რაც შეეხება მის დამალვას საგამოძიებო კომისიისგან და ასე მოულოდნელ გასვლას ქვეყნიდან რასაც ვხედავთ ჩვენ, რომ მისი თანაპარტიელებიც ვერ სცემენ პასუხს, როდის დაბრუნდება. პირველად გავიგე, რომ ადამიანი მიდიოდეს დაგეგმილ შეხვედრებზე და ცალი მხარის ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდეს ნაყიდი. ეს ხომ აბსურდია. მის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. გამოჩნდა, რომ როგორ სახედაც უნდოდათ, რომ დაეხატათ მამაცი, გამბედავი ადამიანისა, აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა.

როგორც 2021 წელს შეეშინდა და გაიპარა „ქართული ოცნებიდან“, როგორც ჩანს ახლაც რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარი პარტიიდან. არაფერი საშიში არ არის, საგამოძიებო კომისიაში ის იმყოფებოდა, ვნახეთ, რომ ჩვეულებრივი სამუშაო გარემო იყო, არ ვიცი რა პრობლემა იყო, რომ მისულიყო და მიეცა შესაბამისი განმარტებები. რახან ასეთი შიში აქვს დისტანციურ ჩართვაზეც დათანხმდა კომისია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751369318

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ეს კონფერენცია კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და დამატებითი მუხტი შევძინოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ მიმართულ ჩვენს ერთიან ძალისხმევას

პირველ რიგში, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ესპანეთის სამეფოს მთავრობას ულამაზეს ქალაქ სევილიაში ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის. უდიდესი პატივია, საქართველოს სახელით, ამ უმნიშვნელო...

მაკა ბოჭორიშვილი

1751367563

ახალი ამბები

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიძგები სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. ბურსას გუბერნატორის განმარტებით, მიწისძვრას...

მსოფლიო

1751366249

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1751365097

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: შიმშილობას ვწყვეტთო, რადგან შევთანხმდით, არჩევნებზე არ გავალთო, მაგრამ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ იღებდნენ და ვის ატყუებენ, სირცხვილის ნატამალი აღარ გააჩნიათ

„გუშინ დაეწყვნენ, გამოვიდნენ და თქვეს, შიმშილობას ვწყვეტთ, რადგან შევთანხმდით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე არ გავალთო და ბოდიში, იქ გახარიას პარტია და „ლელო“ იყვნენ? აბა, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ი...

ირაკლი ზარქუა

1751363265

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აჭარის მ...

მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა