შალვა პაპუაშვილი: ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში
„ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია. გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ - გაძლიერდეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაზე საბაზისო საკითხი ეროვნული ინტერესი უცვლელი რჩება.
მისი თქმით, ნებისმიერი სისტემა, რომელიც ცდილობს ეროვნული ინტერესის გადაფარვას, საბოლოოდ ჩამოიშლება, რადგან ის, რაც ხალხში არ არის ფესვგადგმული, დიდხანს ვერ იარსებებს.
„ჩვენ არ ვართ ისტორიაზე დამკვირვებლები. ჩვენ მისი ავტორები ვართ. სწორედ ჩვენს დარბაზებში ყალიბდება ერების სუვერენული ნება. სწორედ ჩვენი საშუალებით საუბრობს ხალხი - მკაფიოდ, ლეგიტიმურად და დამაჯერებლად. ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ხმა არასდროს შესუსტდეს, არასდროს დაიჩრდილოს და არასდროს ჩანაცვლდეს.
ხშირად გვესმის, რომ გლობალური წესრიგი სუსტდება. შესაძლოა, ასეც იყოს. მაგრამ ერთი საბაზისო საკითხი უცვლელი რჩება: ეროვნული ინტერესი.
ეს არის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ჭეშმარიტი კომპასი - არა აბსტრაქტული დოქტრინები, არა თავსმოხვეული იდეოლოგიები, არა ხელოვნური ღირებულებათა სისტემები, რომლებიც ხალხის ნებას არის მოწყვეტილი. ნებისმიერი სისტემა, რომელიც ცდილობს ეროვნული ინტერესის გადაფარვას, საბოლოოდ ჩამოიშლება, რადგან ის, რაც ხალხში არ არის ფესვგადგმული, დიდხანს ვერ იარსებებს.
ნამდვილი საერთაშორისო თანამშრომლობა ილუზიაზე არ შენდება. ის რეალობაზეა დაფუძნებული. და რეალობა მარტივია: ერები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. როდესაც ეს ინტერესები დემოკრატიული ნებით არის გამოხატული, თანამშრომლობა ძლიერდება, მშვიდობა ხდება უფრო მდგრადი და წესრიგი - უფრო სტაბილური.
დღეს ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე: ეს არის საგარეო ჩარევა.
ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია.
სწორედ ამიტომ მოქმედებენ ქვეყნები.სწორედ ამიტომ ვხედავთ მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოყალიბებას: უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის ფარი ევროკავშირში, საგარეო ჩარევის კანონი საფრანგეთში, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა (FIRS) გაერთიანებულ სამეფოში ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, სამართლებრივი ფორმა ეძლევა ერთ საერთო პრინციპს: დემოკრატია უნდა ყალიბდებოდეს ხალხის მიერ და არა უცხოური ძალის მიერ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1776352480
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინ...
1776352394
მსოფლიორომის პაპი: სამყაროს ტირანები ანადგურებენ, ომის ოსტატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ განადგურებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება, ხოლო აღდგენისთვის ხშირად მთელი სიცოცხლე არ არის საკმარისი
პაპმა ლეო XIV-მ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და განაცხადა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“. მის სიტყვებს Sky News-ი ციტირებს. ლეომ, რომელიც პირველი ამერიკელი პაპია...
1776351530
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს
კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდ...
1776350928
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ
რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს. პაპუაშვილს ჰკითხეს,...
1776350752
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ქვეყანამ გარე ჩარევისგან თავი უნდა დაიცვას, რისთვისაც მნიშვნელოვანია, გარე ჩარევებისგან თავდაცვისთვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნას
„ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა. ეს არის გარე ჩარევა, რომელიც ურევს სიტუაციას ქვეყნებში, ცდილობს, წარმოაჩინოს სხვისი ინტერესი ხალხისა და ქვეყნი...





























