პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებული სანდრო წივწივაძე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები: ,,GLOCK 19x"; ,,CESKAZBROJOVKA(CZ) - 75 P-07 DUTY” ; ,,GLOCK – 17” ; ,,MAKAROV - BAIKAL-442” ; ,,GLOCK - 19”, 2025 წლის 15 მარტამდე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა გიორგი კაჭკაჭაშვილზე და გიორგი ჯოხაძეზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი იარაღით, ,,GLOCK 19", გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს განზრახ მოკლა ლევან ჯანგველაძე და გია ჩადუნელის განზრახ მკვლელობა სცადა.

2018 წლის 7 სექტემბრიდან 2023 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, "TAURUS - 617 SS2" მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ერთ-ერთ პირზე, რომელიც ამოღებულ იქნა მისი თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

2019 წლის 5 ივლისიდან 2019 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, TT - C" მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვა პირზე, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.
ასევე ცეცხლსასროლი იარაღი „UZKON PMAX“ 2022 წლის მარტში მეგობარს აჩუქა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ სანდრო წივწივაძემ 2020 წლის 13 მაისს სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ მის მფლობელობაში არსებული იარაღები დაკარგა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დროს ბრალდებული გაფრთხილებული იქნა ცრუ ინფორმაციისთვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რითაც მართლმსაჯულებას შეუშალა ხელი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (სამი ეპიზოდი)(ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოკითხული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიცემით სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი მოტივით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770905502

ახალი ამბები

ეკა კუპატაძე: მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!

მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე, უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპა...

ეკა კუპატაძე.

1770904735

ახალი ამბები

„ჰაერის დაბინძურების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვია“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე

„საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოად...

 ეკა ადამია

1770904052

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა

ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად...

ლევან მახაშვილი

1770903416

საზოგადოება

სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უ...

არადეკლარირებული ოქრო

1770903226

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში

ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრო რუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაფერი არის ვიწრო...

ნიკოლოზ სამხარაძე