შალვა პაპუაშვილი: ოთხი წელი შესრულდა ომის დაწყებიდან, ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან
„დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო.
თუმცა, მისი თქმით, ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ.
„დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოც ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში.
მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. დიდი ძალების ინტერესთა დაპირისპირების დროს კი, ყველაზე მძიმე ფასს იხდის ის ქვეყანა და ის ხალხი, რომლის მიწაც ბრძოლის ველად იქცევა.
ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს. უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს.
საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები, გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით, ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას. თუმცა, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით ოთხი წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც.
დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი კვლავ ახალი დაპირისპირებების საფრთხის წინაშე დგას, საქართველოსთვის სიმტკიცე, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაა.
სამწუხაროდ, ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება. ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა.
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის. ვუსურვებთ მათ გამძლეობას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას“, - წერს პაპუაშვილი.
1771908546
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, რის გამოც საქართველოში ევროსკეპტიციზმი ღრმავდება
როდესაც მათ საქმეებში ერევიან, ეს ძალიან არ მოსწონთ, თუმცა თვითონ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვადასხვა ქვეყნის საქმეში, მათ შორის პარტნიორი საქართველოს საქმეებში ჩაერიონ, - განაცხადა საპრ...
1771879809
საზოგადოებამიხეილ დუნდუა: როცა შენი მოწინააღმდეგე კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა კეთილდღეობის ინდექსით, ეს მეტყველებს, რომ ხელისუფლება სწორად მართავს ქვეყანას
როდესაც შენი დაუძინებელი მოწინააღმდეგე, რომელიც მთელი ცილისმწამებლური კამპანიით შენს წინააღმდეგ იბრძვის, კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე კეთილდღეობის ინდექსით ამ ხელისუფლების პირო...
1771878778
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: საქსტატის მონაცემებით სიღარიბე კლებულობს, თუმცა სოციალურად დაუცველების ბაზა გაიზარდა, რაც პანდემიის დროს მორატორიუმის გამოცხადებას უკავშირდება
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქსტატის მონაცემებით სიღარიბე კლებულობს და ეს საკმაოდ მაღალი ტემპით ხდება, თუმცა სოციალურად დაუცველების ბაზა გაიზარდა, რაც პანდემიის დროს მორატორი...
1771878068
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც
„ყველა ეთანხმება იმას, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც. ის, რაც სწო...
1771877184
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე სოციალურ მუშაკებზე: გაცილებით მეტი მინდა იყოს საჯარო მოხელის ანაზღაურება, გულწრფელად ვაფასებ მათ შრომას, იმედი მაქვს, რომ ხელფასის მატების ტენდენცია შენარჩუნდება
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალური აგენტების ხელფასთან დაკავშირებით ზრდის ტენდენცია არის, თუმცა მას სურს, რომ საჯარო მოხელის ანაზღაურება ბუფრო მეტი და მეტი იყოს, რადგან მათ...



























