შალვა პაპუაშვილი: საქართველოში გერმანიის მთავრობამ დახარჯა რეკორდული თანხა „ენჯეოებზე“, რასაც უმალავს ქართველ ხალხს და გერმანიის პარლამენტს, ეს განსაცვიფრებელად დაბალი სტანდარტია

როცა გერმანიის მთავრობამ საქართველოში შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული „ენჯეოებზე“ და ამას უმალავს ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს, განსაცვიფრებელია, განსაცვიფრებელი ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიიდან საქართველოში ფინანსდებოდა „ენჯეოების“ ნაწილი, რომელთაც ქვეყანაში რევოლუციის, დამხობის მოწყობა სურდათ.

„გასაკვირია ის პასუხი, რაც ვნახეთ გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანიის პარლამენტის მიმართ, ჩვენთან ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს, წარმომიდგენია, რა ამბავში იქნებოდა ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და ზოგიერთი უცხოელი ელჩი. იტყოდნენ, რომ ეს არის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო კითხვაზე ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს.

იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ, როცა საუბრობენ ხოლმე გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, მხოლოდ სხვებს გვგულისხმობენ, საკუთარ თავს ამ ვალდებულებას როგორც ჩანს არ აკისრებენ. აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლის საფუძველზე უმალავს მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას. მიზეზად მოყვანილია, თითქოს საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის დევნა და მათ უფრთხილდებიან. აბსოლუტური აბსურდია და ეს არის მხოლოდ საბაბი, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ გამოჩნდა ბიუჯეტებში, რომელიც არის მოცემული.

საარჩევნო წელს, 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ „ენჯეოებზე“ და რა გააკეთეს ქართველმა „ენჯეოებმა“ შარშან არჩევნებისას ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩართულობა, საარჩევნო თაღლითობა და არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მონაწილეობა, პარლამენტზე შტურმი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მანიპულაცია ის განცხადება, თითქოს ნდობაზეა დაფუძნებული ურთიერთობა და ამიტომ არ უმხელს გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელს გარკვეულ საკითხებს.

„სწორედ ამაში, ამგვარ „ენჯეოებზე“ შარშან გერმანიის მთავრობამ რეკორდული რაოდენობის თანხა დახარჯა. ასევე, მე იქ ვნახე, რომ საუბარი იყო, თითქოს არ უმხელენ საკუთარ მაკონტროლებლებს იმის გამო, რომ მითითება აქვთ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე, რაც არის მანიპულაცია, რადგან გერმანიის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკაში მართლაც არსებობს ტერმინი ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, თუმცა ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, გერმანიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობას.

გერმანიის მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ ეს არის სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული აქტივობები, რომელიც თანხმდება უშუალოდ პარტნიორთან. ახლა ვიგებთ, რომ გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ დეპუტატებსაც კი უმალავს ამ ინფორმაციას და არა მხოლოდ ქართველ ხალხს.

ეს არის დასტური, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის კანონი, რადგან ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას, მათ შორის ერთ-ერთ მაგალითი არის ზუსტად ეს. როცა საქართველოში გერმანიის მთავრობამ შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული „ენჯეოებზე“ და უმალავს ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს. განსაცვიფრებელია ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761828269

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს „ნაცმოძრაობას“

მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ წლების განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას. „კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ...

რატი იონათამიშვილი:

1761826563

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: პარტიის აკრძალვის ძირითადი მიზეზი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერაა, გულდასაწყვეტია, რომ ევროპის რიგი სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაცმოძრაობის“ დასაცავად გამოდის

აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები, თუ სხვადას...

ნინო წილოსანი

1761822861

ახალი ამბები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაც...

პროკურატურის შენობა

1761821723

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იარაღებიდან გასროლის კადრები და ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები და გავარკვიე ეს ვიდეო გადაღებულია სოფელ ორსანტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შვილის ქორწილში

„ამ ვიდეოს, ჩემი პოსტის შემდეგ ალბათ „მთავარი არხი“ მალევე წაშლის, მაგრამ არაუშავს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ეს მავნებლები აუცილებლად ვამხილოთ. გუშინ ოპოზიციის პროპაგანდისტულმა „მედიამ“ გამოაქვეყნა კად...

ირაკლი ლატარია:

1761821144

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ო’სალივანისგან და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით

მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა. „ერთი...

დავით მათიკაშვილი