სპეციალური პენიტენციური სამსახური ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ ინფორმაციას.
კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს.
გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. მსჯავრდებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი.
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, შესაბამისად გაურკვეველია რას ეფუძნებოდა მსჯავრდებულის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მას პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე.
პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად, მუშაობა იწყება 08:00 საათზე. მსჯავრდებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 08:30 საათზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ იმგვარი განცხადების გავრცელებისგან, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს რაიმე სახით ან ფორმით სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1766129563
ახალი ამბებისაკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგს აქვეყნებს. ინდიკატორის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Prindex-...
1766127878
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია მაკრონის მოწოდებაზე პუტინთან დიალოგის განახლების შესახებ: შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ პუტინმა ევროპელ ლიდერებს „პატარა ღორები“ უწოდა
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ევროპას მოუწოდა, „უახლოეს კვირებში“ პუტინთან დიალოგი განაახლოს. თოფურია მაკრონის გა...
1766127437
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მოპ...
1766126919
ახალი ამბები„ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ერები...“ - პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი არ არსებობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ე...
1766125594
ახალი ამბები„ალტ ინფო“ და ოპოზიციური ჯგუფები „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული
„ალტ ინფო“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფები თუ აქტივისტები, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რითაც უპრეცედენტო ინვესტიციის დისკრედიტაციას ცდ...































