შალვა პაპუაშვილი: წითელმა არმიამ რაც გააკეთა ხიშტით, ახლა კაია კალასი ცდილობს, იგივე სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს
1921 წელს, როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, ისინიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ქართველი ხალხის სახელით შემოვიდნენ, ამბობდნენ, რომ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს არ ემსახურებოდა და ქართველი ხალხი იყო დასახმარებელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე, რომ ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებას.
მისი თქმით, კაია კალასმა რაც თქვა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება.
„ასე შემოვიდა ხიშტით წითელი არმია საქართველოში და გაგვიუქმა ჩვენ სუვერენიტეტი, ვინაიდან თქვა, რომ არა ხალხის ნებაა მნიშვნელოვანი, არამედ მე ვისაც მინდა, იმას დავარქმევ ხალხს, ამას ავიღებ საბაბად, შემოვალ და შენს სუვერენიტეტს გავაუქმებ ხიშტით.
ჩვენს სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ, თუ სიტყვით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოებრიობისთვის. ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა თქვა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება. ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს. მან შეარჩიოს, აირჩიოს, რა არის ქართველი ხალხი მისთვის და ქართველი ხალხი არის მის მიერ დაფინანსებული აგენტურა და მისი წარმოსახვითი ქართველი ხალხის სახელით გაგვიუქმოს სახელმწიფო.
ეს არის პირდაპირ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება, როდესაც ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რას ნიშნავს სიტყვათა წყობა, რომ „ხალხს ვუჭერ მხარს და ხელისუფლებას არა“? ეს ხელისუფლება ვისია? ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლებაა, ეს არის დემოკრატია. ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა, რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაია კალასისგან რეალობას მოწყვეტილი აზრები ისმის.
„სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ევროპას აქვს. ზუსტად ეს არის, რასაც თეთრ სახლში ეძახიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“, როდესაც ევროპული დიპლომატია ჩანაცვლებულია თავქარიანი აქტივიზმით, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა მთელი კონტინენტი.
მათ შორის არ იქნებოდა უკრაინის ომი, ევროპას სათანადო პოლიტიკური სიმწიფე რომ გამოეჩინა. ეს ომი თავიდან იქნებოდა აცილებული, მაგრამ მათი თავქარიანი აქტივიზმიდან გამომდინარე, მათ შორის ზოგადად დასავლეთის თავქარიანი აქტივიზმიდან გამომდინარე გახდა ეს ომი შესაძლებელი. არ იქნებოდა ეს ომი, რომ ყოფილიყო პასუხისმგებლობიანი, ძლიერი, მკაფიო პოლიტიკა ევროპის და დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1766129750
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საშემოდგომო, ისევე, როგორც საგაზაფხულო სესია და წელიც, იყო ძალიან ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საშემოდგომო სესია შეაფასა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლითაც საკანონმდებლო საქმიანობა განხორციელდა. „საშემოდგომო და ისევე, რო...
1766129563
ახალი ამბებისაკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგს აქვეყნებს. ინდიკატორის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Prindex-...
1766127878
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია მაკრონის მოწოდებაზე პუტინთან დიალოგის განახლების შესახებ: შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ პუტინმა ევროპელ ლიდერებს „პატარა ღორები“ უწოდა
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ევროპას მოუწოდა, „უახლოეს კვირებში“ პუტინთან დიალოგი განაახლოს. თოფურია მაკრონის გა...
1766127437
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მოპ...
1766126919
ახალი ამბები„ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ერები...“ - პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი არ არსებობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ე...































