შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ბელგრადში მიმდინარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის მზარდ ურთიერთობებზე. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ნაყოფიერ საპრეზიდენტო ვიზიტებზე.
შალვა პაპუაშვილმა სერბულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე არსებული გამოწვევები. ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი უკვე რამდენიმე წელია ელოდება ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესში წინსვლას, რაც რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო ფერხდება. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ავითარებს ეკონომიკას, ახორციელებს რეფორმებს და მტკიცედ იცავს სუვერენიტეტს.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის სერბეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში.
1783489912
ახალი ამბებიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაში საქართ...
1783488122
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ის, რაც ვითარდება „ნაცმოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის კარგად დაგეგმილი მათი გარე პატრონების მხრიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. „ის, რაც ვითარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის...
1783486619
სპორტისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 07:35 საათზე, ონის მუნიციპალ...
1783457231
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს
თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ც...
1783454503
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით
გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ,...




























