სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს პარტნიორობით მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტი ხორციელდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განვითარების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორმა ბექა მამარდაშვილმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ დევიდ ქენედეის მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისა და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის.

მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე უკვე მოეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „ლეკისყურეში“, სააგენტომ განახორციელა სატელიტური ინტერნეტის სარეზერვო ქსელის საპილოტე ინსტალაცია, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფორმაციის მართვის პროცესები. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული სატელიტური ინტერნეტის მოწყობილობისა და თანამდევი სერვისების შესყიდვა, რომლის ფარგლებშიც 35 სასაზღვრო სექტორზე მოეწყობა მაღალსიჩქარიანი ქსელი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783489912

ახალი ამბები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაში საქართ...

 მარიამ ქვრივიშვილი

1783488122

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ის, რაც ვითარდება „ნაცმოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის კარგად დაგეგმილი მათი გარე პატრონების მხრიდან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. „ის, რაც ვითარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის...

ლევან მაჭავარიანი

1783486619

სპორტი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 07:35 საათზე, ონის მუნიციპალ...

ზოგადი

1783457231

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს

თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ც...

მაკა ბოჭორიშვილი

1783454503

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით

გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ,...

გიორგი ჯინჭარაძე