შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, 201 ძირი „მცენარე კანაფი“, 143 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”, „გამომშრალი მარიხუანა“, „ბაკლოფენი“ და „გაბაპენტინი“.
პოლიციამ, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
1783493842
ახალი ამბებისუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს პარტნიორობით მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტი ხორციელდება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქს...
1783492968
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ბელგრადში მიმდ...
1783490930
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ცნობისთვის, ის ზღვაში 5 ივლისს, მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდას 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
1783489912
ახალი ამბებიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაში საქართ...
1783488122
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ის, რაც ვითარდება „ნაცმოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის კარგად დაგეგმილი მათი გარე პატრონების მხრიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. „ის, რაც ვითარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის...





























