შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრიუსელი კიდევ ერთხელ დამარცხდა საქართველოსთან, ეს არის ქართველი ხალხის კიდევ ერთი გამარჯვება
სიძულვილის კამპანიის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა მნიშვნელოვანი და სრულად მისასალმებელია, კანონმდებლობა უკვე გარკვეული პერიოდია, რაც საქართველოს პარლამენტმა მოიყვანა შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რომელიც უნდა არსებობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში და რომელიც არ უშვებს მათ შორის სიძულვილის ენას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე და ახლა მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებაც იყოს აქტიური.
„მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, პროაქტიურად მიუდგეს ამ საკითხს. შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც დაკავდება იმით, რომ აღმოიფხვრას ის მცდელობები ღვარძლის და მტრობის დათესვისა, რა მიზანიც სინამდვილეში აქვს სიძულვილის ენას საქართველოში. ეს ყველაფერი გარედან თავსმოხვეული სიძულვილის კამპანიებია, მათ შორის გუშინ იყო ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოო ჯამში ბეჭედი დაუსვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, სრული მხარდაჭერაა ამ გადაწყვეტილებით ამ პოლიტიკის მიმართ.
საქმე ეხება 2022 წელს ერთ-ერთი მორიგი აქტივისტის მიერ პირდაპირ შეურაცხყოფას უშვერი სიტყვებით პოლიტიკოსების თუ საჯარო მოხელეების, რის გამოც მას დაეკისრა ჯარიმა. ეს საქმე სტრასბურგში წაიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.
ვისგან ფინანსდება საია?! ევროკავშირისგან. ანუ, წაიღო საია-მ სტრასბურგში და ამტკიცებდა, რომ ადამიანისთვის დედის გინება არის ჩვეულებრივი, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი მოვლენა. ასე რომ, ევროკავშირი აფინანსებდა ჩვენთან სიძულვილის ენის, როგორც დამკვიდრებას, ისე მის არაღმოფხვრას. სტრასბურგში, კიდევ ერთხელ დაამარცხა საქართველომ ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა, ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა.
ეს არის კიდევ ერთი მარცხი ბრიუსელისა და კიდევ ერთი გამარჯვება ქართველი ხალხის. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საელჩო არათუ გმობს სიძულვილის ენას, არამედ მათ, ვინც სიძულვილის ენით გამოირჩევა, აჯილდოებს. ასე რომ, ეს საკითხი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკის ან ემოციების საკითხს, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1779257860
ახალი ამბებიპრემიერი: ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, მჯერა, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში, თქვენმა შრომისმოყვარეობამ, ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და მათ ყველა დასახული მიზნის მიღწევას უსურვებს. „ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო...
1779257488
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ქართველი კანონმდებლები შანსის პროვინციაში, ქალაქ სიანში შეხვედრას გამართავენ პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივ...
1779255853
ახალი ამბებიჭეიშვილი გერმანიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის მორიგი აბსურდის თეატრი, რომელიც დაიდგა მარიონეტული პირების მიერ
„ეს არის მორიგი აბსურდის თეატრი, რომელიც დაიდგა მარიონეტული პირების მიერ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ის...
1779254398
ახალი ამბებიგივი მიქანაძე მე-12 კლასელებს: სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია - მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები ამაყობენ თქვენით, მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. „დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ჩე...
1779253048
ახალი ამბებიკათოლიკოს-პატრიარქი ასურელ მამათა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს
მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხ...































