შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2027-2029 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის საერთო საპროგნოზო მოცულობა განსაზღვრა 102 მილიონი ლარით, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის ბიუჯეტიდან ამოღებულ იქნა პარლამენტში არ შემოსული პარლამენტის 49 წევრის ხელფასი, 2027 წლის პროექტში პარლამენტის ბიუჯეტი 10,46 მილიონი ლარით შემცირდა და მომავალი წლის ბიუჯეტი 91,54 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით მომუშავეთა რიცხოვნობა 708 ერთეულს შეადგენს.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს ეკონომიკური მუხლების მონაცემები გააცნო.
„შრომის ანაზღაურების“ მუხლი 45,8 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 300 ათასი ლარით ნაკლებია.
„საქონელისა და მომსახურების" მუხლი, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, 0,8 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 34 მილიონ ლარს შეადგენს.
„გრანტების“ მუხლი უცვლელია და 150 ათასს ლარს შეადგენს. „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლშიც თანხა 900 ათას ლარს შეადგენს.
„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 4,5 მლნ ლარს შეადგენს და წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით ეს მონაცემი 157 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ზრდასთან.
რაც შეეხება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლს, 2027 წლისთვის 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
1781345189
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვნების ახალ შემადგენლობას გადასცა. გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს...
1781345029
საზოგადოებაკახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გ...
1781343104
საზოგადოებაკახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას. მისი...
1781341911
საზოგადოებაკახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
„რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ?“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელ...
1781338817
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ-ის ძალებმა მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი
დონალდ ტრამპი ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე „სისხლიმსმელი“ ტერორისტი მოკლეს. „ჩემი მითითებით, შეერთებული შტატ...


























