შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 4 პირი
დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მძიმე დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კონფლიქტის დროს,
ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა კიდევ ორი თანასოფლელის მიმართულებითაც განახორციელა, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილი.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ინფორმაციას ფლობდა სამი პირი, თუმცა მათ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1785507053
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე: ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე
„ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონი...
1785506878
ახალი ამბებიისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას“ აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პ...
1785506404
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6266 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1785506003
საზოგადოებაბოჭორიშვილი ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებზე: ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება, იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
„ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგ...
1785504670
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ჩატარდა ნაცმოძრაობის ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე
„საქართველოში ჩატარდა ნაცმოძრაობის ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა. ეს არის ბელად-ავატარის ინოვაციურ მოწოდებაზე - მყისიერი გამოხმაურება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოცი...





























